19 აპრილი 2024,   01:27
ვრცლად
"მოღალატე "რუსთავი2" აცოცხლებთ ნაციონალების სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა" - ემზარ კვიციანი

„პატრიოტთა ალინსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი პარლამენტში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პარალელს „რუსთავი 2-ის" საქმიანობაზე ავლებს.

ის “რუსთავი 2-სა" და მის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ქვეყნის მოღალატეებად აცხადებს.

"მოღალატე "რუსთავი 2 "აცოცხლებთ ნაციონალების სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია,"- ამბობს კვიციანი.

გუშინ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. 

 

დღის ამბები