20 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
ბათუმში სკოლის დირექტორის ინფორმაციით, უფროსკლასელი ბიჭები ბავშვს ემუქრებოდნენ

ბულინგის ფაქტი ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - დირექტორის ინფორმაციით, ერთ- ერთ მოსწავლეს მასზე უფროსი ბიჭები ემუქრებოდნენ.

მისი თქმით, ბავშვი შეესწრო ფაქტს, როცა ახალგაზრდები ერთ-ერთ მოზარდს ფულს სძალავდენენ, რაც მისი დაშინების მცდელობის მიზიზი.

სკოლის მოსწავლემ ფაქტის შესახებ მშობელს აცნობა, რომელმაც გადაწყვიტა, სკოლის ადმინისტრაციისთვის მიემართა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები