18 იანვარი 2019,   06:26
ვრცლად
„არავინ დაიბრალოს, რომ ვიღაცის ზეგავლენით ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას" - საპარლამენტო უმრავლესობა

„ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია. მმართველი პარტია მწვავე კრიტიკის შემდეგ იძულებული გახდა, საჯარო მოხელეების შესახებ კანონში ცვლილებები უკან გაეწვია.

ცვლილებების თანახმად, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 114-ივე თანამშრომელი უმუშევარი რჩებოდა. სალომე ზურაბიშვილს მათი გათავისუფლება ახსნა-განმარტებების გარეშე შეეძლო.

ივანიშვილის პარტია ამ ინიციატივის გამო ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა გააკრიტიკა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ცვლილებების ინიციატორი რატი იონათამიშვილი განმარტავს, რომ ცვლილებების უკან გაწვევის მიზეზი პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა, ის მოუწოდებს ოპოზიციას, არ დაიბრალონ ამ ცვლილებების გაწვევა.

„არავინ დაიბრალოს ის, რომ ვიღაცის ზეგავლენით ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი პრინციპების და ასევე გუნდის შიგნით არსებული შეთანხმების საფუძველზე. ვიდრე ამას არ მივაღწევდით, არ ჩავატარეთ ჩვენ საკომიტეტო მოსმენები, დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინიციატივა არ იქნება განხილული საპარლამენტო მოსმენების ფორმატში,“- ამბობს იონათამიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები