20 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
„იქნება რეორგანიზაცია" - ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ ადმინისტრაციაში ცვლილებებს გეგმავს

ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მასშტაბური რეორგანიზაციის ჩატარებას გეგმავს.

მისი თქმით, ახალი თანამშრომლები კონკურსის წესითა და პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩევიან.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციაში არსებული შტატები უნდა შემცირდეს და ხარჯები შეიკვეცოს.

„იქნება რეორგანიზაცია, ცხადია, ახალი პრეზიდენტი შემოდის და შემცირებულია საერთოდ ადმინისტრაცია, რაც მიმაჩნია სრულიად საჭიროდ, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ან ზედმეტი ხარჯები ან ზედმეტი პერსონალი, მაგრამ რაც იქნება საჭირო ეფექტურობისთვის, ის ადამიანები იმუშავებენ. რეორგანიზაცია იქნება, კონკურსი და კანონი იქნება დაცული, რაც არის მთავარი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დღის ამბები