19 აპრილი 2024,   03:48
ვრცლად
„საქართველოს დელეგაციამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება მოახერხა" - დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდი შეაჯამა

ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი საქართველოს დელეგაციამ შეაჯამა, რომელიც თბილისში რამდენიმე საათის წინ დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართულმა მხარემ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შესახებ გააკეთა.

საუბრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები იყო.

„საქართველოს დელეგაციამ პრინციპულად ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება მოახერხა, ისეთების, როგორიცაა ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების თვალსაზრით მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ის ვითარება, რაც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში, განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს,“- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს სახელმწიფო მინისტრმა წარმატებული უწოდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენა იმისთვის, რომ მონაწილეებს ყველა მწვავე აქტუალური საკითხი განეხილათ.

დევნილების დაბრუნების შესახებ მსჯელობის დროს დარბაზი რუსეთის წარმომადგენელმა დატოვა.

„მორიგი რაუნდი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც არის დღის წესრიგში დასმულიყო და არა მხოლოდ დასმულიყო, არამედ ყოველთვის გვაქვს მიდგომა, რომ გამოსავლები იქნეს მოძიებული,“- განაცხადა ციხელაშვილმა.

დღის ამბები