17 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ვერაზე - ოთხი დაჭრილიდან სამი საავადმყოფოში რჩება

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე ინციდენტის შედეგად დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაციდან სამი საავადმყოფოში რჩება.

სამივე მათგანს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ კლუბთან გვიან ღამით მოხდა.

რა გახდა ვერაზე სისხლიანი გარჩევის მიზეზი, უცნობია. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც.

„აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის ჭრილობები. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას განაგრძობენ ქირურგიულ განყოფილებაში. გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნებოდათ ჭრილობები,“- ამბობს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, მარინა გელანტია.

ამავე თემაზე
დღის ამბები