19 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
ტერეზა მეიმ ევროკავშირის სამიტზე ბრექსიტთან დაკავშირებით მყარი გარანტიები ვერ მიიღო.

ტერეზა მეიმ ევროკავშირის სამიტზე ბრექსიტთან დაკავშირებით მყარი გარანტიები ვერ მიიღო. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ლიდერებს მხოლოდ ოფიციალურ სადილზე შეხვდა და შტაბ-ბინა მოლაპარაკებების დაწყებამდე დატოვა.

ის კოლეგებისგან პარლამენტართა მხარდაჭერის მოსაპოვებლად ირლანდიის საზღვრის სადაო საკითხზე სამართლებრივ გარანტიებს ითხოვდა. ტერეზა მეიმ ბრიუსელში განაცხადა, რომ შეთანხმება საფრთხის წინაშე დარჩება, თუ პარლამენტართა შეკითხვები უპასუხოდ დარჩება.

ევროკავშირის ლიდერებმა კი გარიგებაზე ხელახალი მოლაპარაკებები გამორიცხეს. მათი თქმით, დოკუმენტში მხოლოდ მეტი სიცხადის შეტანაა შესაძლებელი.

ტერეზა მეის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ე.წ. "ბექ-სთოფი", რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩვეულებრივი საზღვრის მოწყობის თავიდან აცილებას ითვალისწინებს, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის წესების შესრულებას ავალდებულებს და სავაჭრო გარიგებების დადებასაც უზღუდავს.

დღის ამბები