25 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
დუისში კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის 10 წლის იუბილე აღნიშნეს ​

დუისის საგანმანათლებლო ცენტრში კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის 10 წლის იუბილე აღნიშნეს.

შეხვედრაზე, რომელსაც დონორი ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებიც ესწრებოდნენ, ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.

ხელმძღვანელმა პირებმა იმ პრობლემაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც კლუბს ბოლო პერიოდში შეექმნა. მათი თქმით, ფინანსური რესურსის ამოწურვის გამო, არ გამოირიცხება, რომ დუისსა და ჯოყოლოში მოქმედი ცენტრები უფუნქციოდ დარჩნენ.

საკითხით დაინტერესებისკენ ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ. დაწესებულებები ქართველი და ქისტი მოსახლეობის ინტეგრაციას ემსახურება და ყოველწლიურად პანკისში მცხოვრები 700-ზე მეტი ახალგაზრდა უცხო ენებს ეუფლება და სხვადსხვა სპეციალობას ითვისებს.

დღის ამბები