19 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" გეგმა ჩავარდა, სტრასბურგმა დაადგინა, რომ საქართველოს 2008 წელს დანაშაული არ ჩაუდენია - დავითაია

გაერთიანებული ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. პაატა დავითაიას განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია და სწორედ ეს იქნება მთავარი მტკიცებულება ჰააგის სასამართლოში.

გაერთიანებული ოპოზიციის შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ გეგმა ჩავარდა.

„როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აბრალებდა ქართულ მხარეს მძინარე ცხინვალის დაბომბვას, ამ ფონზე სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქნება ეს გამოყენებული ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მოქმედება, რასაც რუსული მხარე ცდილობს, დააბრალოს ქართულ მხარეს, მდგომარეობს იმაში, რომ, თითქოს, ქართულმა მხარემ ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინაშე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ყველაფერი გაბათილდება,“- ამბობს პაატა დავითაია.

დღის ამბები