19 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
ამ კონსტიტუციით ივანიშვილს შეუძლია, როცა უნდა გაუშვას პრემიერი და ახალი დანიშნოს - გიორგი ვაშაძე

„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ძალდატანებით, ყოველგვარი დისკუსიის, მსჯელობის, რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე,“ - ეს განცხადება პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესახებ გააკეთა. 

სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ ქვეყანაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება.

„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ძალდატანებით, ყოველგვარი დისკუსიის, მსჯელობის, რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, რითაც ერთი მხრივ, ბოლომდე დაასუსტა საპრეზიდენტო ინსტიტუტი, მეორე მხრივ, ფაქტობრივად, სრული კარტბლანში შექმნა არაფორმალური მმართველობისთვის ქვეყანაში იმიტომ, რომ არაფორმალურ მმართველს, ამ კონსტიტუციით ივანიშვილს შეუძლია, როცა უნდა გაუშვას ნებისმიერი პრემიერმინისტრი, დანიშნოს ახალი და ა.შ. სწორედ ამ უბედურების გამო გვჭირს ის ბევრი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ეს უბედურება, რაც დღევანდელ საკონსტიტუციო ჩარჩოშიც კი ქვეყანაში არის, კიდევ უფრო უარესდება ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოთი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

დღის ამბები