24 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ვანის გზაზე - მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა ვანის გზაზე - მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაშავებული მგზავრები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში გადაიყვანეს.

კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის, გიორგი მამრიკიშვილის თქმით, 2 პაციენტი უკვე გაწერეს, დანარჩენი 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა დილის შვიდ საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც, სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 8 ადამიანი. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანებები აქვთ, მათგან 4 ქუთაისში გადაიყვანეს, დანარჩენი კი თბილისში.

დღის ამბები