21 მარტი 2019,   10:42
ვრცლად
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ივლისიდან კერძო დაცვითი ორგანიზაციების კონტროლს ვეღარ განახორციელებს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ივლისიდან კერძო დაცვითი ორგანიზაციების კონტროლს ვეღარ განახორციელებს.

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმა, რომელიც სახელმწიფო უწყებას ამ ფუნქციას ანიჭებდა, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რამდენიმე კერძო დაცვითი ორგანიზაციის სარჩელი.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მხრიდან მათი კონტროლის შესაძლებლობა ბაზარზე ქმნიდა არაკონკურენტუნარიან გარემოს და მათ აყენებდა არათანაბარ მდგომარეობაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გაითვალისწინა მოსარჩელის მოსაზრებები და სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად სცნო.

დღის ამბები