19 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
დამამცირებელი და არაადამიანურ მოპყრობა - ბრალდებული თემურ აბაზოვი შესაძლოა, მარნეულის მერის თანამდებობაზე დაბრუნდეს

დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვი, შესაძლოა, მარნეულის მერის თანამდებობაზე დაბრუნდეს.

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სკანდალური საქმის მთავარი ფიგურანტი დღეს მარნეულში არ გამოჩენილა, თუმცა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ აბაზოვს ბრალი არ დაუმტკიცდება არჩეულ თანამდებობაზე მუშაობას უნდა შეუდგეს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააკავეს. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ აბაზოვმა პოლიტიკური შურისძიების მიზნით მის თანამოქალაქეს შარდით სახის დაბანა აიძულა, ვიდეომასალა გადაიღო და დამამცირებელი კადრები ინტერნეტით გაავრცელა.

აბაზოვი ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მარნეულის ყოფილი მერი არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დასაწერად დააპატიმრეს და ზურაბიშვილის გამარჯვებისთანავე გაათავისუფლეს.

მოქალაქე, რომელზეც აბაზოვმა იძალადა და დამამცირებელი ვიდეომასალა გადაუღო, 6 თვის წინანდელ ამბებზე აღარ საუბრობს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალადობაში მხილებული მარნეულის ყოფილი მერი, საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. ერთადერთი კომენტარი მან „კურიერთან“ გააკეთა და თქვა, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი.

დღის ამბები