20 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
„ხვალ იქნება საპროტესტო დღე" - ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

„ხვალ იქნება საპროტესტო დღე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართება საპროტესტო აქციები,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზალიკო უდუმაშვილმა, გააკეთა.

თელავის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმას არ ცვლის და ინაუგურაციის პარალელურად, მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას თელავის ცენტრში გეგმავს.

ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, ძალადობით, გაყალბებით და მოსყიდვით ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებს.

„მთავარი აქცია იქნება თელავში. თბილისიდან მოეწყობა მრავალათასიანი მსვლელობა თელავის მიმართულებით. ამ აქციის მთავარი მიზანი იქნება, რომ გავაგონოთ ხმამაღალი პროტესტი იმ ხელისუფლებას, რომელმაც წაართვა საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება და ფეხქვეშ გათელა მათი კანონიერი და კონსტიტუციური უფლება, თავად აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. ქართულმა ოცნებამ დაინიშნა თავად პრეზიდენტი და არ მისცა მოსახლეობას უფლება, რომ აერჩია საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომ ჩვენს ძალიან ხმამაღალ პროტესტს ხვალ თელავში გაიგებენ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები