19 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
"იმედი მაქვს, საქართველო მოახერხებს, ღირსეულად ჩატარდეს საქართველოს პირველი ქალბატონი პრეზიდენტის ინაუგურაცია" - მარიამ ჯაში

„დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო მოახერხებს, ღირსეულად ჩატარდეს საქართველოს პირველი ქალბატონი პრეზიდენტის ინაუგურაცია,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა, გააკეთა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილს მასშტაბურ აქციას მცირე კომენტარით გამოეხმაურა.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელი დღის მსვლელობას, მიმდინარეობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ, საქართველო მოახერხებს, რომ ღირსეულად ჩატარდეს საქართველოს პირველი ქალბატონი პრეზიდენტის ინაუგურაცია,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, არ უპასუხა.

თელავის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმას არ ცვლის და ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას თელავის ცენტრში გეგმავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები