19 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აკრძალულია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

დღის ამბები