24 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველი სამუშაო დღე ავლაბრის რეზიდენციაში გაატაროს

სახელწმიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველი სამუშაო დღე ავლაბრის რეზიდენციაში გაატაროს. ჩუბინიძის თქმით, ათონელის რეზიდენციაში ჯერ სამუშაოები არ დასრულებულა.

„ჩვენი პრეზიდენტის სამუშაო ადგილი ათონელი იქნება, ეს გადაწყვეტილია. რამდენადაც შემიძლია დაგიდასტუროთ, მცირე ტექნიკური დეტალებია კიდევ დარჩენილი და ეს ტექნიკური დეტალები, დარწმუნებული ვარ, ხელს არ შეუშლის, რომ უახლოეს დღეებში მომავალმა ადმინისტრაციამ დაიწყოს მუშაობა ათონელის ქუჩაზე,“ - ამბობს ანზორ ჩუბინიძე.

ანზორ ჩუბინიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის დაცვა შემცირდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები