17 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
გვექნება კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებული მოძალადეების სასწრაფო წესით დასჯას - ნიკა მელია

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ცოტა ხანში რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. კოლონების ნაწილი უკვე იმყოფება გომბორის ტერიტორიაზე. ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ისინი სამოქმედო გეგმას სწორედ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გააჟღერებენ.

„მივდივართ ახლა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და გვექნება კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება მოძალადეების, იდენტიფიცირებული მოძალადეების სასწრაფო წესით დასჯას. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს ახალქალაქში, კონკრეტულად ვგულისხმობ ადამიანს, ვისაც შემოაკვდა და მოკლეს ქალბატონი ია ზუგდიდში, ელემენტარულად გამოძიებაც არ დაწყებულა, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორს ვგულისხმობ. სახელით და გვარით არის ცნობილი ჩვენთვის 30-მდე ადამიანი, ვინც კდემამოსილი სახეებით, მათ შორის ქალბატონები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მათ შორის ბებიებიც იყვნენ, დედებიც, რომლებიც აყალბებდნენ არჩევნებს. ამათ დასჯას და უბრალოდ ბრალის წაყენებას კი არ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაპატიმრებას. რა არის იმაზე მძიმე დანაშაული, თუ არა ესეთი მასიური გაყალბება, როდესაც მთელმა ქვეყანამ გავიგეთ, ვინ აყალბებდა, ან ასეთი პრეზიდენტი რაში გჭირდებათ, რომც იყოს პრეზიდენტი? არ შეგრცხვათ, არ მოგერიდათ კამაზები რომ ჩაგვიხერგეთ? კამაზები იყო ჩახერგილი რუსული ნომრებით,“ - აღნიშნა მელიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები