23 აპრილი 2024,   22:59
ვრცლად
ფართომასშტაბიან კარვების აქციას არ ვიწყებთ, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ მათ სურვილს ვიზიარებთ - გიორგი ვაშაძე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ადგილზე უკვე მივიდნენ, უახლოეს პერიოდში კი დაიწყება სიტყვით გამოსვლები. ადგილზე განთავსებულია ოპოზიციის კარავები.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ფართომასშტაბიან კარვების აქციას არ იწყებს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც სურს პროტესტი ამ ფორმით გამოხატოს, ოპოზიცია მხარს დაუჭერს, თუმცა კარვების ქალაქის გაშლას არ აპირებს.

„შევეხმიანეთ ადამიანებს, ვინც აქ კარვები გაშალა. ფართომასშტაბიან კარვების აქციას არ ვიწყებთ ჩვენ. თუმცა ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ მათ სურვილს ვიზიარებთ და გვერდით ვუდგავართ. თუმცა ეს არ არის ჩვენი სისტემური გადაწყვეტილება, რომ მაქ რაღაც კარვების ქალაქს ვაშენებთ და ა.შ. ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები არის უცვლელი, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ასევე არჩევნების პროპორციულ წესზე გადასვლა.

„მოთხოვნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მთავრობა უნდა გადადგეს. იმიტომ, რომ ის დანაშაული, რაც დღეს ჩაიდინეს პირდაპირ პროპორციულია იმის, რომ მოვითხოვოთ მისი გადადგომა. სრული დელეგიმიტაცია აუცილებლად მოხდება სალომე ზურაბიშვილის და ეს ყველაფერი მივა არჩევნების ანულირებამდე,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები