19 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია და ზურაბიშვილის გზავნილები ტრიბუნიდან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფიცის დადების ცერემონია თელავში, ერეკლე ბატონის სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლას, დაახლოებით, ნახევარი საათი დაუთმო. 

მე-5 პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს თავის წინამორბედები ახსენა და მათ დამსახურებებს გაუსვა ხაზი. ზურაბიშვილმა თავისი გამოსვლა რუსეთზე საუბარსაც დაუთმო.

მე-5 პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდება. 

საკუთარ არჩევას ზურაბიშვილმა ევროპული გზით სიარული უწოდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ერთადერთი ქვეყნის, სომხეთის პრეზიდენტი დაესწრო. 

უცხოელ სტუმრებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის, ლიეტუვასა და სერბეთის პარლამენტების სპიკერები, ბელორუსის და ისრაელის სპიკერების მოადგილეები, ჩეხეთის სენატის თავმჯდომარე, პოლონეთის სენატის მარშალი, მოლდოვას ვიცეპრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების მინისტრები და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი. 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დასწრებია ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები