20 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
განაჩენი 5 წლის შემდეგ - პატიმარ ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნო

სასამართლო განაჩენი დანაშაულის ჩადენიდან 5 წლის შემდეგ - პატიმარ ლევან კორტავას საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნო. 5000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა გეგუთის კოლონიის ყოფილ უფროსს. დაჯარიმდა ციხის კიდევ ოთხი თანამშრომელი, ერთს კი ერთწლიანი პირობითი სასჯელი მისცეს.

ლევან კორტავა 2013 წლის 23 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც ციხეში მიღებული ტრავმების შედეგად გადაიყვანეს.

ლევან კორტავას ოჯახის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან და მისი ჯერ სააპელაციოში შემდეგ კი სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებენ.

დღის ამბები