პირველი სამუშაო დღე სასტუმროში - სწორედ სასტუმროში აპირებს სალომე ზურაბიშვილი ახალი სტატუსით მუშაობის დაწყებას. სავარაუდოდ, სწორედ აქ მიიღებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ინაუგურაციისთვის ჩამოსულ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებსაც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის ინფორმაციით, ათონელის რეზიდენცია ბოლომდე დასრულებული არ არის, რის გამოც დღეს პრეზიდენტის გადასვლა ორბელიანების მოედანზე ვერ მოხერხდება. ლაშა ჟვანიას თქმით, საპრეზიდენტო ფლიგელის გამართვას 2-3 თვე კიდევ სჭირდება, თუმცა მზად არის ადმინისტრაციული მხარე, სადაც სალომე ზურაბიშვილი მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგება.
რაც შეეხება ავლაბრის სასახლეს - ჟვანია ვარაუდობს, რომ მისი გამოიყენა მაღალი დონის შეხვედრებისთვის იქნება შესაძლებელი.
„საპრეზიდენტო ფლიგელი ათონელზე, საჭიროებს ორ-ორ თვე ნახევარს, მაგრამ ადმინისტრაციული ნაწილი არის მზად. ჯერ ადმინისტრაციულ ნაწილში იქნება და შემდგომში საპრეზიდენტო ფლიგელში გადმოვა.
პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასევე პრეზიდენტი, ისარგებლებენ მაღალი დონის ვიზიტების დროს ავლაბრის რეზიდენციის იმ ნაწილით, რომელსაც ჰქვია საპრეზიდენტო ფლიგელი,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.