20 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
ახალი კონსტიტუცია - კონსტიტუციონალისტები ქვეყნის მთავარი დოკუმენტის არასრულფასოვნებაზე საუბრობენ 

კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულებისთანავე შევიდა, კრიტიკულად აფასებენ კონსტიტუციონალისტები.

სფეროს ექსპერტები იმ რამდენიმე პუნქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მათი შეფასებით, ქვეყნის მთავარი კანონის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს. მათ შორის არის საპარლამენტო არჩევნების 2020 წლამდე შერეული სისტემით ჩატარება და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.

ექსპერტები შექმნილ ვითარებაში მთავარ პრობლემას ხელისუფლების გადანაწილებაში ხედავენ და ამბობენ, რომ ამჟამად ძალაუფლების ვერტიკალი მთლიანად მმართველ გუნდზეა დამოკიდებული.

„მას აქვს ხელისუფლების დანაწილების კომპონენტში პრობლემები. არ შეიძლება იმ სისტემით არჩევნების ჩატარება, რა სისტემითაც 2020 წელს უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება - საუბარია შერეულ საარჩევნო სისტემაზე. რაც შეიძლება უფრო სწრაფად უნდა შეიცვალოს ეს მუხლი,“-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

დღის ამბები