20 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
"იმის მაგივრად დემოკრატია წავახალისოთ გზას ვუკეტავთ“ - ანალიტიკოსები კახეთში განვითარებულ პროცესს დემოკრატიის დეგრადაციას უწოდებენ

შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის დაბრკოლებების შექმნა - ასე აფასებენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გუშინ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს.

ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა, როდესაც მათ გადაადგილების საშუალება არ მისცა.

“ეს იყო ცალსახად სახელმწიფოს მხრიდან დაბრკოლებების შექმნა მშვიდობიან აქცია-მანიფესტაციაში მონაწილეობის სურვილის მქონდე ადამიანებისადმი. ეს ნამდვილად ხელს უშლის ქვეყანაი ნორმალური პოლიტიკური პროცესის განვითარებას,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

ექსპერტები თვლიან, რომ ამ ქმედებით მმართველმა ძალამ დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელი შეუშალა.

„მთელ პროცესს რომ დავაკვირდეთ ძალიან უხდებოდა ეს იმ ინაუგურაციას, იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა. ეცადნენ ისეთ ადგილას ჩაეტარებინათ, სადაც გზის ჩაკეტვა შეეძლებოდა. დეგრადაციაა სამწუხაროდ, იმის მაგივრად დემოკრატია წავახალისოთ გზას ვუკეტავთ,“-ამბობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

დღის ამბები