25 აპრილი 2024,   01:37
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი - საბჭოს არამოსამართლე წევრები პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა ამიერიდან პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა გახდა.

სიახლეს კონსტიტუციონალისტებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილი ახალი ინიციატივის წარდგენას გეგმავს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალობას და მასში საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეცვალოს რეგლამენტი და შეინარჩუნოს ისეთი წესი,რომელიც უზრუნველყოფას გამჭვირვალე პროცესის წარმართვას, რომელიც უზრუნველყოს რომ  ღირსეული კანდიდატურები შევარჩიოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად.

თუ საბჭო არ მიიღებს მათ წესს ბუნებრივია ექნება ძალიან ფართო დისკრეცია, მას ექნება შესაძლებლობა ნებისმიერი კანდიდატურას შეარჩიოს თავის სურვილით და წარადგინოს პარლამენტში,“-ამბობს ჯანეზაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები