20 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
ზოგის მიმართ გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები - მეზვრიშვილი პოლიტიკური ლიდერების დაბარებაზე საუბრობს 

ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელებიც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობის გამო უნდა გამოიკითხონ.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ უწყება დაიბარებს ყველას ვინც საქმეში ფიგურირებს, იმის მიუხედავად არიან თუ პოლიტიკური ლიდერები.

მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის დავით კირკიტაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მობილიზებაც ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

მეზვრიშვილი იმედოვნებს, რომ კირკიტაძე და სხვა პირები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

"ჩვენ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ვსწავლობდით, ყველა იმ გავრცელებულ ვიდეომასალას, ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გავრცელდა.

გარკვეული პირები უკვე დავაიდენტიფიცირეთ, მოხდება ამ ადამიანების ზოგის დაბარება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით,  ზოგის მიმართ, იქ სადაც სათანადო საფუძველი იქნება გამოყენებული იქნება იძულების ღონისძიებები.

რაც შეეხება ბატონ კირკიტაძეს, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, პოლიციაზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი. პოლიციას ბატონი კირკიტაძის მიმართ ინტერესი რომ აქვს კანონის ფარგლებში ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ყველა ის ადამიანი, მატ შორის ეს იქნება პოლიტიკური ლიდერი, მხარდამჭერი ამ პოლიტიკური პარტიის და ყველა ის ადამიანი ვინც გუშინ რაიმე ფორმით კანონს არღვევდა დაბარებული იქნებიან პოლიციაში,“-ამბობს მეზვრიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები