26 მარტი 2019,   07:14
ვრცლად
„დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე და ივანიშვილის წრის წევრი და, რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ"- გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურება. ვაშაძე ამბობს, რომ მას არ უკვირს სამართალდამცველების მიერ კირკიტაძის აყვანა, რადგან ის არ არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი და აქვს კანონიერი მოთხოვნები.

„დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, დავით კირკიტაძე არ არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და, რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ. დავით კირკიტაძე არ არის ის ზონდერები, რომლებიც დაგვახვედრეს გურჯაანთან და რომლებმაც, თითქმის, სასიკვდილოდ სცემეს ჩვენი ორი მხარდამჭერი ჩაქუჩებით, რომლებიც ახლა გურჯაანის საავადმყოფოში არიან. დავით კირკიტაძე არ არის ადამიანი, ვინც სხვებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტს ხერხავს და, შესაბამისად, არ აქვს იმუნიტეტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, დავით კირკიტაძე უნდა დააკავონ, როდესაც მას კანონიერი პროტესტი ჰქონდა იმაზე, რომ დაგვახვედრეს განუსაზღვრელი რაოდენობით პოლიცია და არ მოგვცეს საშუალება, მშვიდობიანი, ზუსტად ისეთივე, როგორც 2018 წლის 2 დეკემბერს ჩავატარეთ რუსთაველზე, ისეთი მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების, და შემდეგ დაშლის და სახლში დაბრუნების, რაც გავაკეთეთ,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა პოლიციელზე თავდასხმის, შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს.

ინციდენტი გუშინ სოფელ ველისციხესთან მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად თელავში არ შეუშვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები