19 იანვარი 2019,   09:18
ვრცლად
"ომბუდსმენს რამდენიმე რჩევა ჰქონდა, რაც ყურადღებით მოვისმინე" - ოპოზიციის ლიდერები სახალხო დამცველს შეხვდნენ

კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ინფორმაცია სახალხო დამცველს მიაწოდეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, იყო გულწრფელი საუბარი.

ომბუდსმენის თქმით, გრიგოლ ვაშაძე სრულად იზიარებს მის პოზიციას, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა არის მიუღებელი.

„ბატონი ვაშაძე სრულად იზიარებს ჩემს პოზიციას, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა არის  მიუღებელი და ის ემხრობა მხოლოდ სამართლებრივ ბრძოლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც არის ძალიან მაღალი ტემპერატურა და დაძაბულობა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა გრიგოლ ვაშაძემაც. მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სოფელ ველისციხეში.

„ძალიან ბევრ საკითხზე გვქონდა თანხვედრა. ქალბატონ ნინოს რამდენიმე რჩევა და მოსაზრება ჰქონდა, რაც ყურადღებით მოვისმინე და გავითვალისწინებთ. და საერთოდ ყველამ უნდა ვეცადოთ, ვისწავლოთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება და მინდა, რომ ხელისუფლებამ ეს, რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები