18 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
კახეთში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება - ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს აანონსებს

ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს ხვალიდან დაიწყებს. ახალი საპროტესტო ტალღა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დააანონსა. მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და არჩევნების გაყალბების ფაქტების გამოძიება.

ამ პოლიტიკურ მოთხოვნებს ქუჩური ლექსიკით უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძე გაერთიანებულ ოპოზიციას დაემუქრა და პროცესების რევოლუციური სცენარით წარმართვაში დაადანაშაულა.

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პარტიის გენერალური მდივნის განათლებას გაუსვა ხაზი.

ხალხისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და გზის გადაკეტვას გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან უმწვავესი შეფასება მოჰყვა. პარტიის ლიდერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას არაკანონიერი უწოდეს და თქვეს, რომ გუშინ ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა გიორგი გახარიამ, ქვეყნის მთავრი კანონი დაარღვია.

16 დეკემბრის მოვლენები და დაპირისპირება გურჯაანი - თელავის გზაზე  ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზი გახდა. საპარლამენტო უმცირესობამ  „ქართული ოცნების“ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა და პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა მოითხოვა. 

მმართველი გუნდი კი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს დამნაშავეებად აცხადებს და მათ მიმართ მკაცრი სისხლის სამართლებრივი ზომების გატარებას ითხოვს.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მისეული ვარიანტი „ევროპულმა საქართველომ“ საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა. უმცირესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები