23 მარტი 2019,   15:36
ვრცლად
დავით კირკიტაძე დაკავებულია - ოპოზიცია რეპრესიებზე საუბრობს

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა სოფელ ბაკურციხის გზაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული ოპოზიციის წევრს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა უწყებაში ისიც დააანონსეს, რომ დავით კირკიტაძე ოპოზიციის ერთადერთი წევრი არ იქნება, ვისაც კონკრეტული ბრალდება წაუყენეს. შსს-ში არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს და დააკავონ სხვა პირებიც, ვინც სოფელ ველისციხის ინციდენტში მონაწილეობდნენ. 

პოლიციამ კირკიტაძე მაშინ აიყვანა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გურჯაანიდან თბილისში ბრუნდებოდა. "ძალა ერთობაშია-ს"წევრები გუშინ ნაცემი მხარდამჭერის სანახავად კლინიკაში იმყოფებოდნენ. შოთა დალაქიშვილს დღეს ოპერაცია ჩაუტარდა.

გზაზე ოპოზიციის ლიდერებმა შეამჩნიეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ. ავტომობილთან, საიდანაც ფარული გადაღება მიმდინარეობდა, ამბის გასარკვევად ნიკა მელია მივიდა, თუმცა პოლიციელებმა მას განუცხადეს, რომ ადგილზე ავტონაწილების შესაძენად მივიდნენ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კირკიტაძის დაკავება არის პროვოკაცია და გიორგი გახარიას მუქარის ასრულება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს არის გზავნილი, რომ ქვეყანაში კანონს არღვევენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულია ივანიშვილის ჯგუფებთან. ოპოზიცია მათ წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებზე საუბრობს

 

ამავე თემაზე
დღის ამბები