19 იანვარი 2019,   09:13
ვრცლად
დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო - ადვოკატი

დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველმა მოინახულა.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება ბრალის საბოლოო ფორმულირება, თუმცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც შსს-ში გამართული ბრიფინგისას კრიმინალური პოლიციის უფროსმა განაცხადა, სავარაუდოდ, დავით კირკიტაძეს ბრალდებულად ცნობენ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პრიმა მუხლით.

თუმცა როგორც დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, სამართლებრივად შეუსაბამოა მუხლი, რომელიც დავით კირკიტაძეს წაუყენეს. ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"ამ მუხლის სამართლებრივი შინაარსი სამართლებრივად შეუთავსებელია, ვინაიდან დავით კირკიტაძის გადმოცემით მათი ძირითადი კონსტიტუციური უფლების განხორციელება და ამ დროს თავდასხმა, თითქოს, და სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლებზე სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სამართლებრივი თვალსაზრისით, არის ცოტათი შეუთავსებელი. დეტალებს მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც გავივლი კონსულტაციებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. იგი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. აბსურდულია სამართლებრივი თვალსაზრისით მისი გადმოცემით აღნიშნული ბრალდება,"- განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები