20 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
„არ გამოვრიცხავ რაღაც წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო“ - ეკონომიკის მინისტრი ვალების განულების პროგრამაზე

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ვალების განულების პროგრამაში ხარვეზებია. გიორგი ქობულიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას შეკითხვა სიებში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანისას და ამ გზით რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ დაუსვეს.

მინისტრი ამბობს,რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

„ვალების განულების პროგრამა მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი და მე მგონია, რომ ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს. თუ მცირე ხარვეზებია სადღაც, არა მგონია ამას რამე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც წვრილმანი დარღვევები ყოფილიყო იქ, მაგრამ ეს ალბათ ტექნიკური საკითხი არის და ალბათ ფინანსთა სამინისტრო მართავს ამ საკითხს,“ - ამბობს ქობულია

დღის ამბები