24 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება - დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ 

დავით კირკიტაძეს ბრალს დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ. დღესვე დაიკითხებიან ველისციხესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კი მეორე დღეა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სადაც მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი თვალსაზრისით დავამტკიცოთ სასამართლოში, რომ ბრალდებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ დავით კირკიტაძე და ათასობით ადამიანი, რომლებიც შეკრებილი იყვნენ კახეთის რეგიონში ცდილობდნენ განეხორციელებინათ მათთვის მინიჭებული უფლება.

თავისუფალი გადაადგილებისა და სანქცირებულ მიტინგზე აზრისა და თავისუფალი გამოხატვის უფლების, ვეცდებით, დავით კირკიტაძესთან მიმართებაში არ იქნეს შერჩეული აღკვეთის არცერთი ღონისძიება, რადგან ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებასა და ბრალდების შინაარსს დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ რაც წარედგინება ბატონ დავით ბრალდება,“-ამბობს დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს,რომ დავით კირკიტაძე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ბოტკოველის განცხადებით, დაკავების ასეთი ფორმა კი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ საზოგადოებას დაანახონ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს როგორ სჯიან.

დღის ამბები