18 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიცია ახალ რეგულაციებს აპროტესტებს 

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი გააპროტესტეს.

კონკრეტულად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატებას, სოციალურ პაკეტში დარჩენილი აუთვისებელ თანხას და მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების თანხის მისაღებად დაწესებულ რეგულაციებს არ ეთანხმებიან. 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ყველა მათი ქმედება კანონით არის განსაზღვრული. 

დღის ამბები