19 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
5 წელი და 3 თვე - ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძეს პატიმრობა მიესაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებიტ, შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს პატიმრობა 5 წლითად და სამი თვით მიუსაჯეს. დონაძე სასამართლო დარბაზიში დააკავებენ. 

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და ჩათვალა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა.

ამგვარად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მაშინ როცა იმავე საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძესთან, კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსთან, საპროცესო შეთანხება გაფორმდა და ის მხოლოდ პირობით სასჯელს მოიხდის.

თავად გურამ დონაძე მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთად აფასებს.

 

დღის ამბები