24 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
„დებოშის მოსაწყობად დადიან სხდომებზე" - ეკა ბესელია ოპოზიციაზე საუბრობს 

„ოთარ კახიძე ადეიშვილის დღის წესრიგს არის მიჩვეული და რა უნდა მოვთხოვო?“ - ეს განცხადება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის მისამართით გააკეთა.  

იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ვითარება დაძაბული იყო. სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის, კახეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა. ეკა ბესელიამ ოპოზიცია სხდომებზე დებოშს მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წერის, სალომე სამადაშვილის მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებაც.

„დებოშის მოსაწყობად დადიან სხდომებზე. სალომე სამადაშვილი საერთოდ რატომ იყო ამ კომიტეტის წევრი არ მესმის. კანონები არ იცის და სხდომებს აცდენს, ხელფასს რაში იღებს?,“ - ამბობს ბესელია.

ბესელიამ ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც დავით კირკიტაძის დაკავებას და ოპონენტების დევნას ეხებოდა. მისი თქმით, კირკიტაძეზე  პოლიტიკური დევნა არ განხორციელებულა. ბესელია ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა მაშინ იყო, როდესაც მისი სკოლის მოსწავლე შვილი დააკავეს.

„კადრები ყველამ ვიხილეთ ძალადობის და კანონდარღვევის. კანონის დარღვევაზე და ძალადობაზე ინდულგენცია არ არსებობს სახელი და გვარი. პოლიტიკური დევნა ის იყო, რომ ამ მუხლით 2009 წელს სკოლის მოსწავლე იყო ჩემი შვილი, როდესაც პოლიციის წინააღმდეგობის ბრალდებით, ისე რომ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, დააპატიმრეს და თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ეს იყო პოლიტიკური დევნა. ეს არ არის პოლიტიკური დევნა, როდესაც ყველამ ვიხილეთ, როგორ არღვევდნენ კანონს და ძალადობდნენ ადამიანებზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 

დღის ამბები