20 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
"დედას მო...ავ... თავს მოგაჭრი..."- სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს 

ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს 5 წლისა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ბუტა რობაქიძის მამა ჰყვება, სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა გურამ დონაძემ სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორს მოხვდა და დაზიანდა, მას კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენებს.

სოსო რობაქიძემ სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პროკურატურამ კარგად იმუშავა და სასჯელის უმაღლესი ზომა განუსაზღვრა ბრალდებულებს.

„ძალიან კარგად. გარეწრები წავიდნენ ციხეში. სანთებელა ისროლა მოხვდა პროკურორს, გამიარა და დაიწყო გინება. პროკურორი დაშავებულია“-ამბობს რობაქიძე.

დღის ამბები