25 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
„ე.წ. მინისტრ გახარიას გადაეცით, რომ პოლიტიკურ ნიშნით კი ნუ დასდევს სხვას, უბრალო ხალხს მოგვაქციოს ყურადღება“ - თემქაზე ხუთი ავტომობილი გაქურდეს

თემქაზე, ზღვის უბანში, ღამის საათებში 5 ავტომობილი გაქურდეს. ჩამსხვრეულია მანქანების მინები, წაღებულია ფული და სხვადასხვა ნივთები.

მოქალაქეების განმარტებით, ბოლო დროს ზღვის უბანში კრიმინალური შემთხვევები გახშირდა.

ერთ-ერთი დაზარალებული, ნიკა წულუკიძე, ამბობს, რომ ლიცენზირებულად ტაქსაობს. ღამით მანქანა დაყენა და დილით გატეხილი დახვდა.

 „ხუთი-ექვსი მანქანაა გატეხილი. შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრ გახარიას გადაეცით, რომ პოლიტიკურ ნიშნით კი ნუ დასდევს სხვას, აი, ამას, ჩვენ, უბრალო ხალხს, მოგვაქციოს ყურადღება. ვტაქსაობთ, ბოლო ფულს გვაცლიან. ის კრიმინალები, რომლებიც არჩევნებზე იღებდნენ მონაწილეობას, აქ შავი „კურტკებით“ და იმეებით დარბოდნენ და არჩევნებისკენ მოუწოდებდნენ ხალხს, დღეს იმალებიან,“ - აცხადებს დაზარალებული.

რამდენიმე კვირის წინ ასევე ავტოფარეხის გაქურდვის შემთხვევაც დაფიქსირდა.

„კრიმინალი გაზრდილია და სჯობდა, ნაკლები გამოეშვათ იქიდან. მე „გარაჟი“ გამიტეხეს ადრე და წაიღეს ხელსაწყოები. დასაჭერად დასდევენ მარტო პოლიტიკოსებს და დანარჩენი ყველაფერი მიტოვებულია. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს,“ - ამბობს ადგილობრივი მოსახლე, გელა აშკარელიშვილი.

ადგილზე ამ დრომდე გამომძიებლები მუშაობენ.

დღის ამბები