ორი დღის წინ, კახეთში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან და ოპოზიციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამავდროულად, გამოხატვის უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი. ეს არის ის, რასაც მომავალში ორივე მხარისგან ველოდებით. ადრეც განვაცხადე, რომ ჩვენი სურვილია, შეიკრიბოს ორივე მხარე და დაიწყონ მოძიება თუ რა გაკვეთილი ისწავლეს საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია გამოვლენილი ხარვეზებიც მოგვარდეს. ევროკავშირი აქ არის იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვლენები მომავალში სწორედ ასე განვითარდება,“ - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ოპოზიციის წევრების დაკავება კახეთში მომხდარი ინციდენტების შემდეგ დაიწყო. გაერთიანებულ ოპოზიციაში აქტივისტების და პოლიტიკური ლიდერების დაკავებას რეპრესიებად აფასებენ.