18 ივლისი 2019,   13:55
ვრცლად
მნიშვნელოვანი
სამოქალაქო სექტორი დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ - ქალთა უფლებების დამცველები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იურისტი დიმიტრი გაბუნია იქნება, სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა.

ქალთა უფლება დამცველები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა მდგომარეობს თავად დიმიტრი გაბუნიას დამოკიდებულებაში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიმიტრი გაბუნია არასწორ დამოკიდებულებას აფიქსირებდა ქალთა შევიწროების საკითხებზე. 

„როდესაც ის ახორციელებდა თავისი კლიენტის დაცვას ხშირად პირად პოზიციას აფიქსირებდა ხოლმე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით  და იძახდა რომ ვის არ გაგვიკეთებია ეს. აუცილებლად გავმართავთ საპროტესტო აქციას მიუხედავად იმისა გაითვალისწინებს თუ არა ჩვენს აზრს სალომე ზურაბიშვილი მთელმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს და მასაც უნდა შეექმნას დისკომფორტი და იცოდეს, რომ ყველა მისი8 ნაბიჯი, რომელიც იქნება ქალების წინააღმდეგ გადადგმული, რომელიც გააუარესებს ქალთა მდგომარეობას საქართველოში არ ჩაივლის უკვალოდ და არ ჩაივლის პროტესტის გარეშე,“-განაცხადა ბაია პატარაიამ.

თავად დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ მას სამოქალაქო სექტორის პროტესტი არანაირ უხერხულობას არ უქმნის და აღნიშნულ გაცხადებებზე მათ პასუხი უკვე გასცა ადვოკატთა ასოციაციამ.

„ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ  კვალიფიციური განცხადება და შესაბამისად დაუშვებელია ადვოკატის კლიენტთან გაიგივება. ეს გაეროს კონვენციითაც არის აღიარებული. და აქედან გამომდინარე არანაირი  უხერხულობა სამ საკითხში არ არის,“-განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. 

დღის ამბები