20 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
ბრიტანეთის ოპოზიცია ტერეზა მეის ნდობის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატივით გამოდის

ბრიტანეთის ოპოზიცია ტერეზა მეის ნდობის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერის მიმართ ნდობა აღარ არსებობს და ბრექსიტის გარიგებაზე კენჭისყრის იანვარში გადატანას აზრი არა აქვს, რადგან დოკუმენტში არცერთი სიტყვა არ შეცვლილა.

ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს თავად ტერეზა მეი.

პრემიერის ადმინისტრაციაში ჯერემი კორბინის ინიციატივას ნდობის ვოტუმზე კენჭისყრის ჩატარების შესახებ "სულელური პოლიტიკური თამაში" უწოდეს.

ტერეზა მეიმ ბრექსიტის შეთანხმებაზე კენჭისყრა იანვრის შუა რიცხვებისთვის გადაიტანა, თუმცა, მთავრობა უკვე ემზადება ალტერნატიული სცენარისთვის, რომელიც ევროკავშირის დატოვებას გარიგების დადების გარეშე გულისხმობს.  

დღის ამბები