19 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
ლაპლანდიელი სანტა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის ემზადება

ლაპლანდიელი სანტა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის ემზადება. შობის მთავარი გმირი საჩუქრების დასარიგებლად 24 დეკემბერს გაემგზავრება. მანამდე კი სტუმრებს, ელფებთან ერთად, თავის სახლში მასპინძლობს.

ფინეთის ჩრდილოეთში მდებარე სოფელში სანტასთან შესახვედრად ათასობით ადამიანი ჩავიდა. ბავშვებმა მას საშობაო სურვილები წერილობით გადასცეს.

წელს სანტა კლაუსმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 30 ათასზე მეტი წერილი მიიღო. მათი წაკითხვის შემდეგ კი მსოფლიოს მთავარი საშობაო გზავნილი გააცნო.

სანტა კლაუსი ფიქრობს, რომ ბუნება საფრთხეშია და ხალხს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები