20 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე და ოპოზიციის წევრების მწვავე კრიტიკა, რომელთა გაჩუმებას ეკა ბესელია ხელის ბრახუნით ცდილობდა

ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე - ეკა ბესელიამ ხელის ბრახუნით ოპოზიციას დათო კირკიტაძის დაკავების თემაზე განმარტების გაკეთების საშუალება არ მისცა.

ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებას ითხოვდნენ.

ოპოზიციას სურს, გიორგი გახარიამ განმარტოს, რატომ შეიზღუდა 16 დეკემბერს ათობით ადამიანის კონსტიტუციური უფლება.

ოპოზიციის წევრებს სხდომის წამყვანმა მიკროფონი რამდენჯერმე გამოურთო. "საბჭოთა კავშირი", "რევიზორი", "ზონდერები" - ხმაურიან სხდომაზე დღეს ეს სიტყვები ხშირად ისმოდა.

რატომ არის ქვეყანაში შერჩევითი სამართალი და რატომ არის ამ დრომდე გამოუძიებელი კორცხელში, ახალქალაქსა და რაჭაში ოპოზციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტები - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტსა და პოლიტიკურ რეპრესიებში ადანაშაულებდა. მწვავე განცხადებების დიდი ნაწილი დარბაზში თითქმის არ ისმოდა. ეკა ბესელიას დავალებით დღეს სხდომის მონაწილეებს მიკროფონს უთიშავდნენ.

საბოლოოდ სხდომა სალომე სამადაშვილმა და ოთო კახიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღევანდელი ინციდენტის შემდეგ სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტს აღარ დაუბრუნდება. ის ადამიანის უფლებების კომიტეტში გადასვლას ითხოვს.

დღის ამბები