20 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
თბილისის ოპერის თეატრი პრემიერისთვის ემზადება - 76 წლის შემდეგ სცენას ჟიულ მასნეს "ვერთერი" უბრუნდება

თბილისის ოპერის თეატრი პრემიერისთვის ემზადება - 76 წლის შემდეგ სცენას ჟიულ მასნეს ვერთერი უბრუნდება.

გოეთეს რომანის მიხედვით შექმნილ ფრანგულ ოპერას თბილისში იტალიელი რეჟისორი დგამს, მთავარ პარტიებს კი ქართველი და უცხოელი მომღერლები შეასრულებენ.

საგანგებოდ პრემიერისთვის დედაქალაქს უცხოელი მომღერლებიც ესტუმრნენ. ვერთერის პარტიას იტალიელი ტენორი პირველად ასრულებს. კოლეგისგან განსხვავებით, ჟიულ მასნეს ოპერა უკვე კარგად ნაცნობი იყო თეა დემურიშვილისთვის. ქართველმა მეცო სოპრანომ ვერტერში პირველად 17 წელის წინ იმღერა.

სამმოქმედებიან სანახაობას ორკესტრი აფორმებს, ერთერთ საპრემიერო შესრულებას დირიჟორობს იტალიელი მუსიკოსი ფაბრიციო კასი, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ოპერისთვის ჩამოვიდა.

ვერთერის პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე 22 დეკემბერს შედგება. მაყურებელს მისი ნახვა კიდევ 3 დღის განმავლობაში შეეძლება.

დღის ამბები