16 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
"ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული იმიტომ, რომ ის მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტის ფონზე" - ბაჩუკი ქარდავა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლების მაღალჩინოსნების განმარტებებს ეხმაურება.

საუბარია განცხადებაზე, რომ ოპოზიცია გეგმავდა ინაუგურაციის ჩაშლას, რის გამოც მიღებული იყო განსაკუთრებული ზომები.

ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ეს არის ტყუილი და ინაუგურაციის ჩაშლას ოპოზიცია არ აპირებდა.

„ჩვენ არანაირი გეგმა და მიზანი არ გვქონია, რომ ჩაგვეშალა ინაუგურაცია, მაგრამ თვითონ ხელისუფლების შეცდომებმა და უგუნურმა ნაბიჯმა, რაც გააკეთა პიკეტების სახით, ამან გააბახა ინაუგურაცია და ეს კანონზომიერებაა. როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია იმიტომ, რომ ამის პარალელურად მიმდინარეობდა უმწვავესი სამოქალაქო პროტესტი,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას უკანონო ბრძანების საფუძველზე დაირღვა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ოპოზიციას, მხარდამჭერებთან ერთად, არ მიეცათ საშუალება პროტესტის გამოთქმის.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, გზები ჩახერგილი იყო სატვირთო მანქანებით, რომელსაც პოლიციის ლოგო არ ჰქონდა.

ბაჩუკი ქარდავას დავით კირკიტაძის დაკავებასაც ეხმაურება. ის ამბობს, რომ მთელი დღე ოპოზიციის ლიდერებს უთვალთვალებდნენ სუს-ის აგენტები. 

ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერებმა შეამჩნიეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ და აგენტებთან მივიდნენ და განმარტებები მოსთხოვეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დავით კირკიტაძის დაკავების.

ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები