19 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
"პოსტსაარჩევნო პერიოდმაც გვაჩვენა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალაუფლების ხელიდან გაშვებას" - ირაკლი ტაბლიაშვილი

„ამ მთლიანმა პროცესმა და პოსტსაარჩევნო პერიოდმაც გვაჩვენა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალაუფლების ხელიდან გაშვებას,“ - ეს განცხადება ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა არჩევანის ეთერში გააკეთა.

ტაბლიაშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება 2030 წლამდე შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. მისი თქმით, თუ ოპოზიცია სწორად იმოქმედებს, 2020 წელს შეძლებს ძალაუფლების გადაბარებას.

„შედეგს თითოეული ჩვენგანი იწვნევს საკუთარ ტყავზე, როდესაც ამ არჩევნების შემდგომ, ვთქვათ, გაზაფხულისთვის და შემდგომი პერიოდისთვის დასავლეთი სერიოზულ ზეწოლას განახორციელებს ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ ვერ ჩაატარა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჯეროვნად,“ - ამბობს ტაბლიაშვილი.

ირაკლი ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რაც არ გამოიხატებოდა მხოლოდ საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაყრით. მისი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების გააყალბა თუნდაც იმით, რომ წინასაარჩევნოდ ვალების განულება დააანონსა.

ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, აშშ-დან პოლიტიკური გზავნილია, როდესაც მათი არცერთი სენატორი არ ჩამოსულა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.

დღის ამბები