25 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ - ოპოზიციის ლიდერი შიმშილობას განაგრძობს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერს, დავით კირკიტაძეს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. სავარაუდოდ, დღესვე გურჯაანის სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიებას გადაწყვეტს.

კირკიტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ, რაც ჯარიმას ან ორიდან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოპოზიციის დაკავებული ლიდერი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურა პატიმრობას არ მოითხოვს.

"აქ დანაშაულის ამ კონკრეტული კვალიფიკაციით შემადგენლობა არ არსებობს, ვინაიდან, პოლიციის კანონიერი საქმიანობა უნდა ჯდებოდეს ლეგიტიმაციის ფარგლებში,"-აცხადებს გიორგი კანდახაშვილი.

დღის ამბები