25 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
სავარაუდოდ პოლკოვნიკის მიერ ნაცემი რეკრუტი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტები მასთან მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე გასული მისი ინტერვიუს შემდეგ მივიდნენ

დავით ბერიშვილი უარყოფს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის სამხედრო პოლიციის გამომძიებლებმა ორშაბათს გვიან ღამით გამოკითხეს. რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფი რეკრუტი ამტკიცებს, რომ მასთან გამომძიებლები და სამხარაულის ექსპერტები მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე გასული მისი ინტერვიუს შემდეგ მივიდნენ, მოხდა სხეულის ზედაპირული დათვალიერება და რამდენიმე კითხვის შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს.

თავდაცვის სამინისტრომ რეკრუტის განცხადებას სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა. პირი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. ჯარისკაცი საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით არის მოთავსებული.

"ჩემი მოთხოვნა არის, ვინც არის პოლკოვნიკი ბიბინიძე, დატოვოს თანამდებობა. აუცილებლად შევიტან სასამართლოში სარჩელს,"-აცხადებს დავით ბერიშვილი.

დღის ამბები