20 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ დაურღვევია კონსტიტუცია" - კილაძე ზურაბიშვილის დეპუტატის მანდატზე საუბრობს

ინაუგურაციამდე სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერება სავალდებულო არ იყო - ქვეყანაში არსებულ რეგლამენტს განმარტავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რითაც კონსტიტუციონალისტთა ნაწილის აზრს არ იზიარებს. სოფო კილაძის თქმით, საკითხის განხილვა უახლოეს ბიუროს სხდომაზე მოხდება, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის მანდატი ოფიციალურად ჩამოერთმევა.

"სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ დაურღვევია კონსტიტუცია, როდესაც მან საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, როდესაც დეპუტატი დაიწყებს პარლამენტთან შეუთავსებელ საქმიანობას, ამ შემთხვევაში მას ავტომატურად ფაქტობრივად დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება,"-აცხადებს სოფო კილაძე.

დღის ამბები