16 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტი - "სამართლიანი არჩევნები" პროკურატურას გამოძიების შედეგების გასაჯაროებას სთხოვს

არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს - სხვადასხვა ოლქის 7 უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე „შაბათის კურიერში“ გასულ ინფორმაციაზე განცხადებას  "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

"გამოძიება უნდა წარიმართოს დროულად და ეფექტურად, რათა გამოვლინდეს და დადასტურდეს ეს ფაქტები და შესაბამისი ღონისძიებები იქნას გატარებული, რათა სამომავლოდ შემაკავებელი ფაქტორი იყოს ეფექტური გამოძიება არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობის. მნიშვნელოვანია ასევე ის, ხომ არ ჰქონდა ამას მასიური სახე კონკრეტულ ოლქებში,“- აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები